სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში ანიმატორთა შოუ გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ანიმატორთა შოუ.
დილიდან გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა კულტურის ცენტრის მიმდებარედ, შუადღისას კი ანიმატორთა შოუმ სოფელ ლაჯანაში გადაინაცვლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
ღონისძიების ბოლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ,,წითელი ჯვრის" წარმომადგენელმა ანა ჭაბუკიანმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ვულოცავთ თითოეულ ბავშვს დღევანდელ დღეს!

სიახლეები