სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრთან არსებული სტუდია,,თბილი სახლის"(პედაგოგი იზა ხეცურიანი) აღსაზრდელებმა წარმოადგინეს კომპოზიტორ გოგი ცაბაძის მელოდიებზე შექმნილი მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 24 მოსწავლე.
საბავშვო ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე.

სიახლეები