სიახლეები
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე ესწრებოდა.