სიახლეები
“ხვამლობა -2025”
“ხვამლობა -2025”
7 ივნისს, ცაგერში ისტორიულ ხვამლის მთაზე გაიმართება რელიგიური-სახალხო დღესასწაული ,,ხვამლობა-2025".
ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, დილიდან წირვას აღავლენს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე.
წირვის დასრულების შემდეგ ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება ასპარეზობა დოღში.
ხვამლის მთის მრავალფეროვანი სანახაობა ელის მომლოცველებს და ვიზიტორებს.
გფარავდეთ, ხვამლის წმინდა გიორგის სალოცავი.


