სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი დისკუსია გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ბავშვთა უფლებები და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ყველა პირობაა შექმნილი.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბელა საღინაძე, ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა სვანიძე, ცაგერის, ქვედა ცაგერის, ბარდნალის, ლასურიაშის საჯარო სკოლის, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და ბიბლიოთეკარები.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკისაგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.