სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ მახაშის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ მახაშის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ- ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების, საყრდები კედლების და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 640 539 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები