სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია რკინა- ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 464 000 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.