სიახლეები
ლეჩხუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ლეჩხუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში გაიმართა ღონისძიება, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, რეწვის ნიმუშების და ნახატების გამოფენა.
ტურიზმის სინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლანა კოპალიანმა ისაუბრა ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა საიმიჯო ვიდეორგოლი, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ანსამბლების- ,,სალაღობოს" და ,,ლეჩხუმის" შესრულებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.