სიახლეები

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დეხვირის საჯარო სკოლამ შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიება გამართა

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დეხვირის საჯარო სკოლამ შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიება გამართა სახელწოდებით ,,ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი სოფლის ისტორია".
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა მუსიკალური, ქორეორაფიული ნომრები, ლიტერატურული კომპოზიცია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, დეხვირის საჯარო სკოლოს დირექტორი ხათუნა ხეცურიანი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელები, პედაგოგები, იდეის ავტორები.
ღონისძიების იდეის ავტორები არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი.

სიახლეები