სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, მეხანძრე- მაშველებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
,, მეხანძრე-მაშველებს გილოცავთ პროფესიულ დღეს.ჩვენ ვაფასებთ თქვენს თავდაუზოგავ შრომას, მადლიერი ვართ გმირობის ტოლფასი საქმიანობისთვის, ყოველთვის გვეიმედებით.წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში".-აღნიშნა რევაზ ახვლედიანმა.