სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური თათბირი გამართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა გეგმიური თათბირი გამართა.
თათბირს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და კომისიის თავმჯდომარეებთან ერთად აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თათბირზე გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამეს და მიმდინარე კვირის აქტივობები დაგეგმეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, პრობლემებსა და გამოწვევებზე დეტალური ინფორმაცია თავმჯდომარის მოადგილეებისგან მიიღო.
უწყების ხელმძღვანელმა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა.