სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 18 ივნისს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების მდგომარეობის შესახებ.
პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 24 ივნისს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ლაილაშში მდებარე 710.00 კვ. მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.05.27.091) ნაწილის 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კომერციული საქმიანობისათვის (სეზონური) პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ოყურეშში მდებარე 1022.00 კვ. მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.10.23.026) პირდაპირი განკარგვის წესით - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ შპს ,,სარტყელზე“ (ს/ნ 412710375) ერთი წლის ვადით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 23 ივნისს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2025 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 25 ივნისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 25 ივნისს.