სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტით გათვალისწინებულია საბავშვო სივრცეების, საძინებლების, სველი წერტილების, სამზარეულოს, დარბაზის მოწყობა, ასევე, ეზოს კეთილმოწყობა.
თანამედროვე შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
საბავშვო ბაღი 125 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 663 970 ლარს შეადგენს.

სიახლეები