სიახლეები

5-13 ივნისს ქალაქ ბაღდათში, ხარაგაულსა და სამტრედიაში ჩატარდა რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

5-13 ივნისს ქალაქ ბაღდათში, ხარაგაულსა და სამტრედიაში ჩატარდა რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
 ასპარეზობაში მონაწილეობდა ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული კლუბი ,,თაკვერი"(მწვრთნელები-მალხაზ მახარობლიძე,თორნიკე ბურჯალიანი).
ბაღდათის ასპარეზობაში სხვადასხვა წონით კატეგორიებში მესამე ადგილი დაიკავეს ბესიკ ბახსოლიანმა და ანდრია ურთმელიძემ.
ხარაგაულის ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავეს: ანდრია ურთმელიძემ, ცოტნე სილაგაძემ, დაჩი მეგრელმა, ლუკა ჩიკვაიძემ.
მეორე ადგილი დაიკავეს:გიორგი ფრუიძემ, ბესიკ ბახსოლიანმა, გიორგი ონიანმა,დათო ჩიკვაიძემ.
მესამე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ შერვაშიძემ.
სამტრედიის ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავეს: ანდრია ურთმელიძემ, ცოტნე სილაგაძემ.
მეორე ადგილი დაიკავეს: დავით ჩიკვაიძემ, ლუკა ჩიკვაიძემ.
მესამე ადგილი დაიკავეს: დაჩი მეგრელმა, ბესიკ ბახსოლიანმა.
ვულოცავთ გამარჯვებას ნორჩ მოჭიდავეებს და წარმატებებს ვუსურვებთ!

სიახლეები