სიახლეები

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" განსახორციელებელ სამუშაოებზე.
განიხილეს სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ხაზი გაესვა სამუშაოების ხარისხიანად და ვადების დაცვით შესრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.