სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 25 ივნისს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - სოფელ ოყურეშში მდებარე 1032.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.10.23.026) პირდაპირი განკარგვის წესით - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ შპს ,,სარტყელისთვის“ (ს/ნ 412710375) ერთი წლის ვადით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - სოფელ ლაილაშში მდებარე 710.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ89.05.27.091) ნაწილის 25.00 კვ.მ კომერციული საქმიანობისათვის (სეზონური) პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
ცაგერის მუნცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების მდგომარეობის შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 მარტის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2025 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.