სიახლეები

მიმდინარეობს სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოში გრძელდება შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ეწყობა სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, მიმდინარეობს გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ხაბულიანმა და თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარი საღინაძემ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 914 600 ლარია.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 

სიახლეები