სიახლეები
სოფელ ქვედა ცაგერში ,,კულაშის უბანში" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ქვედა ცაგერში ,,კულაშის უბანში" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას, ასევე, საყრდენი კედლების, ხიდ-ბოგირის, სანიაღვრე არხების მშენებლობას.
პროექტი, რომლის ღირებულება 737 998 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


