სიახლეები
ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქ ცაგერისა და სოფელ ქვედა ცაგერის წყალმომარაგებისთვის რეაბილიტირდება „ჩხუტელის“ არსებული სათავე ნაგებობა, მოეწყობა 6 ახალი ჭაბურღილი, შემკრები რეზერვუარი და საქლორატორო.
დამატებით, ქალაქ ცაგერსა და სოფელ ქვედა ცაგერში მოეწყობა 17 კმ წყალმომარაგების ქსელი, წყალდენის მაგისტრალური ქსელი, SCADA სისტემა და აღრიცხვის კვანძები.
პროექტი ითვალისწინებს დაბა ლენტეხის წყალმომარაგებასაც. მიმდინარეობს უკვე არსებული და ახალი რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა.
დამატებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდ. ლასკადურაზე მოეწყობა ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედელი
პროექტის ღირებულება 32 მილიონ ლარზე მეტია და სრულად სახელწიფო ბიუჯეტით ფინანსდება
პროექტის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს
მიმდინარე სამუშაოებს, დაბა ლენტეხში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან, ქრისტინა კობახიძესთან, ბერდია ჩანქსელიანთან, ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


