სიახლეები
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.


