სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირსა და მახაშში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირსა და მახაშში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყო არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 283 916 ლარს შეადგენს.
განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

სიახლეები