სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,მწვანე თეატრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების პროცესშია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,მწვანე თეატრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების პროცესშია.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ზედხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
რევაზ ახვლედიანმა პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა და ხაზი გაუსვა განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის როლს
 მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობაში.
პროექტი ითვალისწინებს თეატრის ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას. მოეწყობა სცენა, ლითონის ვიტრაჟები, საგრიმიორო ოთახები, განახლდება წყალმომარაგების სისტემა.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 357 797 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სიახლეები