სიახლეები
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფრენბურთის კლუბის ,,ცაგერი" ორგანიზებით 26-27 ივნისს ქ.ცაგერში ჩატარდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის რეგიონული ეტაპის თამაშები
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფრენბურთის კლუბის ,,ცაგერი" ორგანიზებით 26-27 ივნისს ქ.ცაგერში ჩატარდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის რეგიონული ეტაპის თამაშები , სადაც მონაწილეობდა 2009-2010 წელში დაბადებული : ამბროლაურის, მარტვილის,წალენჯიხისა და ცაგერის გოგონათა გუნდები
I ადგილი- ცაგერი
II ადგილი- წალენჯიხა
III ადგილი- ამბროლაური
ასპარეზობაში,ასევე, მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებული: წალენჯიხის, ამბროლაურისა და მარტვილის გოგონათა გუნდები.
I ადგილი- მარტვილი
II ადგილი- ამბროლაური
III ადგილი-წალენჯიხა.
ვაჟთა გუნდებს შორის 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ცაგერის და მარტვილის გუნდებმა.
I ადგილი- მარტვილი
II ადგილი- ცაგერი
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით და შესაბამისი მედლებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


