სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში დასრულების პროცესშია შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში დასრულების პროცესშია შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, გზაზე მოეწყო რკინა-ბეტონის საფარი სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლის გათვალისწინებით.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.