სიახლეები
საქართველოს ეროვნული ფედერაციის - ,,სპორტი ყველასათვის’’ ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მურის ციხის ბილიკებზე ტრადიციული მარათონი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ფედერაციის - ,,სპორტი ყველასათვის’’ ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მურის ციხის ბილიკებზე ტრადიციული მარათონი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.
გარბენში მონაწილეობა ორმოცმა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ქალთა და მამაკაცთა შორის გამარჯვებულები თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას, ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილი უძღვებოდა.