სიახლეები
ცაგერი — ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრი. გამოირჩევა ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით
ცაგერი — ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრი. გამოირჩევა ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით.
ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი, სადაც მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილებია დაკრძალული, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს ,,მწვანე თეატრი"-ამფითეატრი, სადაც კულტურული ღონისძიებები ღია ცის ქვეშ ტარდება, მურის კლდეკარში მდებარეობს მურის ციხეები ტურისტული ბილიკების ნიშნულებით.
ლეჩხუმში ფუნქციონირებს ცაგერის ისტორიული მუზეუმი, სურათების გალერეა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.