სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუმებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერის მოვალეობის შემსრულებელთან რევაზ ახვლედიანთან და მერის პირველ მოადგილესთან ვასილ საღინაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში
გამართულ შეხვედრაზე კომპანიების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ანგარიში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებულ მდგომარეობაზე.
ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის და ვადების დაცვის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ კონტრაქტორი კომპანია “ჯეოექსპერტის" წარმომადგენლები. აღნიშნული კომპანია ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
სამუშაო შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სიახლეები