სიახლეები

ჩატარდა მუნიციპალური შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში დაწესებულებათა გუნდებს შორის

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით და სასპორტო სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა მუნიციპალური შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში (3x3) დაწესებულებათა გუნდებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს მერიის, საკრებულოს, სპორტული სკოლის, ახალგაზრდული ცენტრისა და საფეხბურთო კლუბის გუნდებმა.
ფინალში მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა დაამარცხა სპორტული სკოლის გუნდი და მოიპოვა ტურნირის ჩემპიონობა.

გამარჯვებულ და მეორე ადგილზე გამოსულ გუნდებს გადაეცათ შესაბამისი ფულადი პრიზები და დიპლომები.

სიახლეები