სიახლეები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
 დადგა ის დრო, როდესაც ჩვენმა ძვირფასმა ახალგაზრდებმა თავიანთი ცოდნის ღირსეული შეფასება უნდა დაიმსახურონ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყონ - სტუდენტობის წლები.
თქვენი შედეგები ყოველთვის საუკეთესო იყო, წელსაც ველოდებით თქვენს პედაგოგებთან ერთად გაწეული შრომით დიდ მიღწევებს.
ჩემო ახალგაზრდებო, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლას განაგრძობთ, თქვენს ცოდნას გააღრმავებენ და საუკეთესო პროფესიონალებად ჩამოყალიბდებით, თქვენი იმედი აქვს ჩვენს ულამაზეს კუთხეს და სამშობლოს.
უდიდეს წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების დიდ და ლამაზ გზაზე!
           პატივისცემით,
          რევაზ ახვლედიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

სიახლეები