სიახლეები

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა,   ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი კერესელიძემ მერის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნო მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტში 15 ივლისიდან განახლდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე
განიხილეს სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ხაზი გაესვა სამუშაოების ხარისხიანად და ვადების დაცვით შესრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

სიახლეები