სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 23 ივლისს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 30 ივლისს 10:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახურაში მდებარე 64.00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,აღნაგობა“) მოქალაქე თამაზ ომანაძეზე (პ/ნ 01029011931) გადაცემის შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ქ. ცაგერი, თამარ მეფის ქ. №28-ში მდებარე შენობის (ს/კ89.03.22.181) ფართის ნაწილის შენობის პირველ სართულზე მდებარე სამი ოთახის - საერთო ფართი 50 კვ.მ. პირდაპირი განკარგვის წესით - უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“ ორი წლის ვადით სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ ,,ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის“ (ს/ნ 242574665) ჭადრაკის სექციის მუშაობის მიზნით გადაცემის შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 29 ივლისს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 30 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 30 ივლისს.