სიახლეები

ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგიონებში რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციის გაძლიერებას და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში იმ მოქალაქეების ჩართულობას, რომლებიც, რიგი გარემოებების გამო, საველე სამუშაოს განხორციელებისას ვერ გამოცხადდნენ ადგილზე და ჯერ ვერ ისარგებლეს რეფორმის უპირატესობებით.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სააგენტოს წარმომადგენლემა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები განიხილეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სიახლეები