სიახლეები

18 ივლისს, ცაგერის სურათების გალერეაში , შედგა მხატვარ ზურაბ ხვისტანის ნამუშევრების გამოფენა

18 ივლისს, ცაგერის სურათების გალერეაში , შედგა მხატვარ ზურაბ ხვისტანის ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ესკიზები, ჩანახატები, სხვადასხვა მედიუმსა და ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც ოჯახის გარდა დაცულია პირად კოლექციებსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში.
ღონისძიების ორგანიზატორმა ნატო ზაქარიაძემ ისაუბრა გარდაცვლილ მხატვარსა და მის ნამუშევრებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები