სიახლეები
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განიხილეს, აგრეთვე, ისაუბრეს სიახლეებზე,რომელიც ადმინისტრაციის მუშაობაში დაინერგება.
შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.