სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი ფეხბურთში მუნიციპალური ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი ფეხბურთში მუნიციპალური ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო.
ასპარეზობაში გაიმარჯვა ლაჯანურის ხეობის გუნდმა ,,ლაშიჭალამ“ . მეორე ადგილი „ბარდნალის", მესამე ადგილი ცაგერის „ხვამლის“ გუნდებმა დაიკავეს.
მატჩი კამპანიის - „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, ცაგერის ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანზე, საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ცაგერის და მუნიციპალიტეტის სოფლების თერთმეტმა გუნდმა.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით და მედლებით. ჩემპიონ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ, საკრებულოს წევრები ონისე ჩაკვეტაძე, დათო მუშკუდიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები