სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ ,,ლაშიჭალისკენ " მიმავალ გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ ,,ლაშიჭალისკენ " მიმავალ გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზის დატბორილი ნაწილი გაწმენდილია და მიმდინარეობს დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები.
არსებულ მდგომარეობას ეცნობიან და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
კურორტ ‘’ლაშიჭალის’’ ტერიტორიაზე დამსვენებლების მდგომარეობას გაეცნენ პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
კურორტ ‘’ლაშიჭალის’’ მიმართულებით მიმავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილება დღის ბოლომდე აღდგება.
ცაგერის მუნიციპალიტეტი, მათ შორის კურორტი ,,ლაშიჭალა" უწყვეტი ელექტრომომარაგებით სარგებლობს.