სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტ ,,კარცერი-ლუქსის’’ IV სეზონის გამარჯვებულმა გუნდმა ცაგერი-ჩარგალი-შატილი-ანატორი-მუცოს მარშრუტით იმოგზაურეს
ავმიუწვდომელი პოეზიის სამყაროს... მოიარეს ფშავის, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის თითქმის ყველა ის ადგილი, რომელიც მოხსენიებული აქვს ვაჟას თავის პოეზიაში: ბისო, ხახმატი, გუდანი, ბარისახო, ანატორის აკლდამები, ბებერი მუცო, არდოტისა და არღუნის ხეობები, გული გაუხსნეს არხოტისა და ქისტეთის მთებს, არღუნის პირას, შატილის კოშკში ღამე ათიეს და სულ სხვაგვარ ქართველებად შემოუყვნენ დათვის ჯვრის უღელტეხილს ...
ექსკურსიის მონაწილეები მადლობას უხდიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ავთანდილ უგრეხელიძეს, ამ ულამაზესი დღეების დაფინანსებისთვის და მზადებას იწყებენ პროექტის ახალი სეზონისთვის, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის, ოთარ ჭილაძისა და გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას მიეძღვნება.