სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 29 ივლისს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახურაში მდებარე 64.00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,აღნაგობა“) მოქალაქე თამაზ ომანაძეზე (პ/ნ 01029011931) გადაცემის შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ქ. ცაგერი, თამარ მეფის ქ. №28-ში მდებარე შენობის (ს/კ89.03.22.181) ფართის ნაწილის შენობის პირველ სართულზე მდებარე სამი ოთახის - საერთო ფართი 50 კვ.მ. პირდაპირი განკარგვის წესით - უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“ ორი წლის ვადით სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ ,,ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის“ (ს/ნ 242574665) ჭადრაკის სექციის მუშაობის მიზნით გადაცემის შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.