სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  საბჭოს პირველი სხდომა   გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე-  მარიკა კოპალიანი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭოს შექმნისა და მისი  დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის  №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საბჭოს თავჯდომარემ წევრებს ახლადშექმნილი საბჭოს დებულება, შემადგენლობა და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

სხდომის წევრებმა აგრეთვე იმსჯელეს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე  საპარლამენტო საბჭოს წერილებზე.

 

 

 

სიახლეები