სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 30 ივლის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

  სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭოს შექმნისა და მისი  დებულების დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის  №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და  მიღების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25           დეკემბრის  23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, თამარ მეფის ქ. №28-ში მდებარე შენობის (ს/კ 89.03.22.181) ფართის ნაწილის, პირველ სართულზე მდებარე სამი ოთახის-საერთო ფართი 50 კვ.მ   პირდაპირი  განკარგვის წესით - ორი წლის ვადით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) არასამეწარმეო - არაკომერციული იურიდიული პირისთვის  ,,ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის“ (ს/ნ 242574665) ჭადრაკის სექციის მუშაობის მიზნით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფ. მახურაში მდებარე 64.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი  განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო აღნაგობა) მოქალაქე თამაზ ომანაძეზე (პ/ნ 01029011931)  გადაცემის  შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის 2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 


სიახლეები