სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 8 აგვისტოს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
2025 წლის 4 ოქტომბრის მორიგ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაციისათვის) ცაგერის მუნიციპალიტეტში გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.
-
2025 წლის 4 ოქტომბრის მორიგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ.