სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფელ ოყურეშში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 69 333 ლარს შეადგენს.