სიახლეები

ცაგერის ესთეტიკურ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი", ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

ცაგერის ესთეტიკურ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი", ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ანსამბლი საგასტროლო მოგზაურობაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ გააცილეს.
წარმატებებს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ ანსამბლ ,,ლეჩხუმს!".

სიახლეები