სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.

სიახლეები