სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, უსაფრთხოების ზღუდარები, საავტომობილო გზაზე კი რკინა-ბეტონის საფარი.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 818 887 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სიახლეები