სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში სამედიცინო აქცია გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ა(ა)იპი ცაგერის მუნიციპალიტეტის ,,ჯანდაცვის ცენტრის" ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოსახლეობას ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები, რომელთა მიზანი იყო მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, ასევე, ჩატარდა გამოკვლევები სისხლში გლუკოზის და ქოლესტერინის მაჩვენებლებზე. 
სამედიცინო აქციაში ჩაერთნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი და ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.

სიახლეები