სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, გზაზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი.
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე , საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი , მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი .
სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 517 000 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.