სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებული რევაზ ახვლედიანი საზაფხულო კონცერტს დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებული რევაზ ახვლედიანი საზაფხულო კონცერტს დაესწრო.
კონცერტი სახელწოდებით “ქართული მუსიკის ჰანგები" ცაგერში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები, მათ შორის “მერდინი”, “სალაღობო", “ჰარმონია".
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე.

სიახლეები