სიახლეები
9 აგვისტოს 19:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში ქართული სიმღერის საღამო გაიმართება
9 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცაგერის კულტურის ცენტრში ქართული სიმღერის საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ჯაბუა, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია და კონცერტმეისტერი- მარიკა ოსიტაშვილი.
კონცერტზე დასწრების მსურველებს 18:00 საათიდან სოფელ ლაჯანასა და ოყურეშში მოემსახურებათ უფასო ტრანსპორტი.