სიახლეები
მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირის ზურაბ ეფაძის ხსოვნას მიეძღვნა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირის ზურაბ ეფაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე უძღვებოდა.
მშობლიური ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ზურაბ ეფაძის განვლილი ხანმოკლე ცხოვრება და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
საღამოზე სიტყვით გამოვიდა დაღუპული გმირის მამა ავთო ეფაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, საგანმანათელლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.